04:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 15:39:50, 1091 ნახვა

მსოფლიო
​26 მაისიდან ევროპის აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით გამგზავრებას, 26 მაისიდან აეროპორტებში და ფრენების დროს პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. ამის შესახებ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ გამოქვეყნებული განცხადებაშია ნათქვამი. 

EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ კიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია, როგორც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მგზავრებისა და ეკიპაჟების საჰაერო მგზავრობის ნორმალიზაციის საქმეში. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრები უნდა მოიქცნენ პასუხისმგებლობით და ასევე პატივი სცენ გარშემომყოფთა არჩევანს.

„შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც მთლიანობაში შეესაბამება ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პატრიკ კიმ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრმა, რომელიც ახველებს და აცემინებს, უნდა ატაროს ნიღაბი ახლოს მჯდომთა დასამშვიდებლად.

”მიუხედავად იმისა, რომ რისკები რჩება, ჩვენ დავინახეთ, რომ არაფარმაცევტულმა ჩარევებმა და ვაქცინებმა საშუალება მისცა ჩვენს ცხოვრებას ნორმალურად დავუბრუნდეთ”, - დასძინა მან. 

ცნობისთვის, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააუქმა კორონავირუსისა და მისი ახალი ვარიანტების გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა, რათა კიდევ უფრო ხელი შეუწყოს მოგზაურობის პროცესს და დაეხმაროს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics