06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 12:51:25, 983 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩერნიგოვში, ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 3 ადამიანი, 14 კი დაშავდა

ჩერნიგოვის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკიზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს, რა დროსაც დაიღუპა 3 ადამიანი, 14 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭოში განუცხადეს.

თემის თავმჯდომარის, ლუდმილა ტკაჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და სხვა საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელია. ზოგიერთი დაზარალებული კი,  სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა უტარდებათ. 

”მტრის სამიზნეები იყო სკოლები, ამავდროულად, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა მიმდებარედ მდებარე შენობები - RGA-ს შენობა, კულტურის სახლი, საავადმყოფო, სამედიცინო კოლეჯის ჰოსტელი და სხვა”, - დააზუსტა მან.

ცნობისთვის, ჩერნიგოვის რაიონში, ღამით რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ნოვგოროდ-სევერსკზე . შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics