04:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 11:14:14, 1113 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი: პუტინი ჰიტლერზე და სტალინზე უფრო საშიშია, მას სასიკვდილო იარაღი აქვს - რუსული იდეოლოგია უნდა აღმოიფხვრას

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მას აქვს უფრო სასიკვდილო იარაღი, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს, - ამის შესახებ  The Daily Telegraph-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთმა საინფორმაციო სივრცე მილიონობით ყალბი ამბებით დააზიანა. ამიტომ, მსოფლიოს სჭირდება „დეპუტინიზაცია“.

"რუსული სამყაროს" პუტინის იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის. ის უნდა აღმოიფხვრას", - თქვა მან.

მორავიეცკიმ ასევე კომენტარი გააკეთა პუტინის განცხადებაზე 9 მაისის აღლუმზე, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთი დღეს "ნაციზმს" ებრძვის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულებს სსრკ-ს რეპრესიებსა და ექსცესებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

"პუტინი არ არის ჰიტლერი ან სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. თუ ევროპა არ შეაჩერებს მას, პუტინი რუს ჯარებს კიდევ გაგზავნის ევროპაში. ჩვენზეა დამოკიდებული, სად შევაჩერებთ მას", - გააფრთხილა მორავიეცკიმ.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს  მატეუშ მორავიეცკიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ხშირი საუბრის გამო.

თავის მხრივ,  მაკრონმა  პოლონეთის პრემიერის ასეთ განცხადებას უსაფუძვლო და „სკანდალური“ უწოდა და განმარტა, თუ რატომ ესაუბრებოდა პუტინს ასე ხშირად.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics