05:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 09:55:28, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
ვიტალი კლიჩკო - კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, შეტაკევა ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკომ შეშფოთებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ კიევზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ამის შესახებ მან CNN-თან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, რომ “ეჭვგარეშეა” რომ კიევი კვლავ რუსეთის "მთავარი სამიზნეა".

“ამ ეტაპზე, თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა ვღელავთ, და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი მებრძოლეები დაგვიცავენ, მაგრამ რისკი მაინც არსებობს და ჩვენი პარტნიორების გარეშე, შეერთებული შტატების გარეშე, ევროპის ქვეყნებიდ გარეშე, ვერ გადავრჩებით”,- განაცხადა კლიჩკომ. 

ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც კიევში ბრუნდებიან, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. 

“ყველას ვეუნები, რომ მაპატიე, მაგრამ შენი პირადი რისკია, ჩვენ გარანტიას ვერ მოგცემთ. სანამ ომი მინდინარეობს, ვერცერთი უკრაინელის გარანტორი ვერ ვიქნებით”,- ამბობს კიევის მერი. 

კლიჩკომ ასევე დასძინა, რომ შეტაკევა “ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს”. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics