01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 18:59:59, 1378 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება

ზურაბ აზარაშვილი - მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება

„დღეს ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც არასდროს ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან. ამ დრომდე ჩვენი სამინისტროსთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღირებული საქმიანობა დეტალურად იქნა აღწერილი ევროკავშირის მიერ მოწოდებულ კითხვარზე გაცემულ პასუხებში“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.
 
ზურაბ აზარაშვილმა, ამ მიმართულებით, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2022 წელს დასრულდა და პარლამენტს წარედგინა სისხლის და სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. 

„2022 წელს დაგეგმილია ქსოვილების, ორგანოების და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ კანონპროექტის დასრულება და პარლამენტში წარდგენა, რომელიც ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადდა და შეიქმნა უცხოელი ექსპერტების დახმარებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ტრანსპლანტაციის მთლიანი სისტემა შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის დირექტივებთან. 

„აღსანიშნავია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების მიმართულებაც, რომელიც ასევე ერთ-ერთია ევროდირექტივებს შორის. ჯანდაცვის სამინისტრომ, საფრანგეთის ტექნიკური დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, მოამზადა 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ავადობისა და შრომის უნარის შეზღუდვის ტვირთის შემცირება.

ჯანდაცვის სამინისტროს უწყვეტი, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, 2 მაისს დამტკიცდა საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ასახავს მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვას ქვეყანაში და განსაზღვრავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან მიმართებით. სტრატეგიის დოკუმენტი სრულად ასახავს ევროასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

 

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics