01:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 18:42:07, 1033 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი,ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო

„პანდემიის დაწყებიდან, 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ, რომ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ. ამ თანხის ნაწილი მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის 50%-იანი დანამატის გასაცემად იყო მიმართული. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, 1-ლი მარტიდან, შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად, კოვიდ პაციენტების მიღებას, საჭიროების შესაბამისად, ახორციელებს 40-მდე კლინიკა, 2000-მდე საწოლით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, მინიმალურია და დღეში, 30 შემთხვევას შეადგენს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.  

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს რესურსები მიმართული იყო დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვისკენ. პროცესების ეფექტური დაგეგმვით კი, COVID-19 ინფიცირებულმა მოქალაქეებმა, სათანადო სერვისი, მკურნალობის ყველა დონეზე, ბარიერების გარეშე,  შეუფერხებლად მიიღეს. 


საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე ისაუბრა, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ მიიღო.

„Pfizer-ის წარმოების პრეპარატი აშშ-სა და ევროპაში წარმატებით გამოყენების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდი“ უფასოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 
მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მუდმივი მზაობა ინფექციურ დაავადებებზე რეაგირებისთვის. ჰოსპიტალური ქსელის პასუხისმგებლობა, პანდემიის პირობებში, ინფექციური დაავადებების მართვისთვის საწოლფონდის მობილიზების თაობაზე, მიმდინარე წლის მარტში, სანებართვო პირობებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადგენილებებში აისახა. 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებენ კლინიკების მონიტორინგს ინფექციის კონტროლის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. სამინისტროსთვის მთავარი ამოცანაა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა, მრავალმხრივი მიმართულებით. 
პანდემიის პირველი დღეებიდან, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ხორციელდებოდა სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერი მონიტორინგი, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მიწოდება ხარვეზების გამოსწორებისთვის. დაწესებულებებს ყოველთვის ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა და გონივრული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, გათვალისწინებული იყო პანდემიის ფორსმაჟორული რეჟიმიც. მაგრამ ახლა, სწორედ ის დროა, როდესაც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის მომავალი დაცულობისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics