|
2022-05-11 18:14:12, 1756 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, მოსახლეობასთან შეხვედა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრები გაიმართა სოფელ ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების მოსახლეობასთან. შეხვედრებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან, საკრებულოს მოადგილე გიორგი კეკელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები და პროგრამები გააცნეს, მოისმინეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)