10:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 12:35:52, 1122 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა შუა დერეფნის შესაძლებლობები სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის Middle Corridor-ის  სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

მხარეებს შორის აუდიენცია თურქეთის დედაქალაქში გაიმართა. საქართველოს რკინიგზასთან ერთად შეხვედრებში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო და საზღვაო/სანაოსნო კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან  სრული მხარდაჭერა გამოთქვა. 
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტი ახალი სატრანზიტო  ტვირთების მომსახურების გარდა, შუა დერეფნის ცნობადობისა და სანდოობის ამაღლების მიზნით გასატარებელ მარკეტინგულ და სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics