|
2022-05-10 18:10:00, 10000 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი - შემთხვევითი არაფერია, სავარაუდოდ, არც შეყოვნებული ტრანზაქციები და არც მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე
ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, ჩვენ ამ გზას არ დავადგებით, ეს უნდა გაიგოს ყველამ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა. რაც შეეხება საეჭვო დამთხვევებს, გია ცაგარეიშვილის თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება, სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე. საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში. ამასთან, როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, არ სჯერა, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი - შეერთებული შტატები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, აქ მეორე ფრონტის გახსნას ფიქრობს. „არ მჯერა იმის, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორი, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, აქ ფიქრობს მეორე ფრონტის გახსნას. რაც შეეხება საეჭვო დამთხვევებს, შემთხვევით არაფერი ხდება. სავარაუდოდ, არც ეს მოვლენათა ჯაჭვი გადაებმებოდა ასე. საეჭვოდ შეყოვნებული ტრანზაქციები და პარალელურად მუდმივი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ჩვენ აქ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ჩავრთულიყავით რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ისევ სამოქალაქო დაპირისპირებაში და ძმათამკვლელ ომში. მე ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ჩემს დებად და ძმებად განიხილავ, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ამას ჰქვია საქართველო. ჩემი ქვეყანა ვერ დაადგება იმ გზას, რომელიც დაახლოებით 30 წლის უკან მოვიტოვეთ, ამან მოგვიტანა დიდი უბედურება, ხოცვა-ჟლეტა, უდიდესი ადამიანური დანაკარგი, ეკონომიკის ჩამოქცევა და ქვეყნის დაშლა. ამას მოყვა ჩემი ქვეყნის ძირძველი მიწების ოკუპაცია ცხინვალში და აფხაზეთში. ამიტომ, ვინც არ უნდა გვიკიჟინოს, საიდანაც არ უნდა მოუარონ ამ საქმეს, საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით ამ გზას არ დაადგება. თუ ამას შეიგნებენ, კარგი იქნება. ეს უნდა აწყობდეს ყველას, ჩვენს უახლოეს პარტნიორებს - შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც, უნდა აწყობდეს უკრაინასაც, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ვართ ამ რეგიონში შეერთებული შტატების და ევროკავშირის სტაბილური პარტნიორები. მეტსაც გეტყვით, საქართველო შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთადერთი სტაბილური პარტნიორი დარჩა არა მხოლოდ კავკასიაში. ამ თვალსაზრისით რომ განვიხილოთ,ფაქტიურად თავისუფლების კუნძული ვართ, ომების, დაპირისპირების, უბედურებების სარტყელში ვართ გახვეული, ვფიქრობ, რომ აქ ხანგრძლივი მშვიდობა პირველ რიგში ჩვენი პარტნიორების - ევროკავშირის და შეერთებული შტატების წისქვილზე ასხამს წყალს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)