04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 14:57:33, 754 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვის სეიმი რუსეთს ტერორისრულ სახელმწიფოს უწოდებს

ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც  რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს და რუსეთს, ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოს უწოდებს.ამის შესახებ Delfi იუწყება.

სეიმმა რეზოლუციას მხარი ერთხმად -128 ხმით დაუჭირა. დოკუმენტის მიხედვით, რუსული ძალების ქმედებები განიხილება, როგორც უკრაინელი ერის სრული ან ნაწილობრივი განადგურება. ფიქსირდება მშვიდობიანი მოქალაქეების,მათ შორის ბავშვების,მკვლელობის, მათი გატაცების, წამების, გაუპატიურების, მოკლულთა და წამებულთა ცხედრების შეურაცხყოფის შემთხვევები.

„ლიეტუვის სეიმი აღიარებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის მიხედვით,საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რათა რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ  გამოიძიოს და შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ  ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის  ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. მანამდე ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის  ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოუწოდებს მხარი დაუჭიროს ამ დანაშაულების გამოძიებას. ანალოგიური რეზოლუცია დაამტკიცა ლატვიის სეიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics