04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 12:00:47, 1908 ნახვა

მსოფლიო
ლიტვის საგარეო მინისტრი - შეიძლება პუტინი სხვამ შეცვალოს, მაგრამ სანამ რუსეთში ეს რეჟიმია, გარშემო ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენება ერთადერთი გზაა დასავლეთისა და მისი მოკავშირეების მომავალი საფრთხისგან დასაცავად. 

Associated Press-თან ინტერვიუში ლანდსბერგისმა თქვა, რომ პუტინის გამოსვლა გამარჯვების დღისადმი იყო „დამაჯერებელი“ და რომ გენერლებისა და სხვების „პირქუში სახეები“ უკრაინის ომში წარუმატებლობის ნიშნებია. თუმცა, მან თქვა, რომ დაჭრილი პუტინი შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს და რომ საფრთხის მოხსნის ერთადერთი გზა მისი მოცილებაა.

„ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი არ იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრება. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი, რადგან, მოგეხსენებათ, ერთმა შეიძლება შეცვალოს პუტინი და შეიძლება შეცვალოს მისი ახლო წრე, მაგრამ სხვა პუტინი შეიძლება დადგეს მის ადგილზე. ასე რომ, სანამ რეჟიმი, რომელიც აპირებს ომების წარმოებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ, არსებობს, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ. და თუ ერთი რამ დაუმტკიცდა მათ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში, 2014 წელს, როდესაც უკრაინაში პირველი ომი დაიწყო, ეს არის ის, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. ეს ძალიან ნათელია”, - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics