04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 23:30:38, 1821 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის სესხის იჯარის აქტს, ლენდ-ლიზს უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის სესხის იჯარის აქტს,  ლენდ-ლიზს უკრაინისთვის. ინფორმაციას  თეთრი სახლი ავრცელებს.

სახელმწიფო პროგრამის, ლენდ-ლიზის (Lend-Lease - სესხი-იჯარა) ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტით აშშ შეძლებს ნებისმიერი (საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებული) იარაღი და სხვა ტექნიკური თუ დამხმარე საშუალებები მიაწოდოს უკრაინას.

დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს ანიჭებს გაფართოებულ უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება კიევთან და შეიარაღება თუ სხვა სახის დახმარება მიაწოდოს სწრაფად, ბიუროკრატიისა და, შესაძლებელია, საბაჟო რეგულაციების გვერდის ავლითაც.
ფორმალურად ეს პროცესი მიმწოდებელ სახელმწიფოს (გრძელვადიანი, ძირითადად უპროცენტო სესხის სახით) გარკვეული საფასურის მიღების უფლებას აძლევს, მათ შორის - ომში განადგურებული ტექნიკისთვისაც, თუმცა კანონპროექტით დაშვებულია ასევე ყველანაირი ხარჯის განულება და ჩამოწერა, რაც, ექსპერტების მოლოდინით, სწორედ ასე იქნება უკრაინისთვის.

ასევე კანონპროექტით, მიმწოდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს, რომ გადარჩენილი ტექნიკა, ომის შემდეგ უკან წაიღოს, მაგრამ ეს პირობა არ არის სავალდებულო.

1941-45 წლებში, საბჭოთა კავშირმა ლენდ-ლიზით მიიღო - 4.5 მილიონი ტონა სასურსათო პროდუქცია, 15.5 მილიონი წყვილი სამხედრო ფეხსაცმელი, 8 ათასზე მეტი ტრაქტორი, 2.5 მილიონი ტელეფონი, 1.5 მილიონი პლედი და თითქმის 300 მილიონი ღილიც კი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics