03:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 16:31:12, 1590 ნახვა

ომი უკრაინაში
შარლ მიშელი უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

შარლ მიშელის თქმით,  ოდესაში ევროპის დღის აღსანიშნავად ჩავიდა. "თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, - თქვა მან და კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

„ევროპის დღის აღსანიშნავად მოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა [რუსმა პოეტმა] თქვა, რომ შეგიძლიათ იგრძნოთ ევროპა.  ოდესაში უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან და თავისუფლებას რუსული აგრესიისგან “, - განაცხადა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

 შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ოდესის თეატრის წინ შეხვდა. შეხვედრას ვიდეოკონფერენციით ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიზიტის დროს, რომელიც ასევე მოიცავდა ოდესის პორტში მოგზაურობას, ომის ზარალის სანახავად, საჰაერო განგაში ჩაირთო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics