12:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 16:50:14, 1151 ნახვა

საზოგადოება
ევროპის დღის ფარგლებში, „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე, Erasmus+ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით, 9 მაისს, დედაენის ბაღში ღონისძიება - „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 უწყების ცნობით, გამოფენა  ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის, საინფორმაციო სესიებისა და  სემინარების მოსმენა შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობები, რომელსაც 
Erasmus + და ევროპის სოლიდარობის კორპუსი სასწავლო მობილობის, სტაჟირებისა  და მოხალისეობის კუთხით სთავაზობს ქართველ  ახალგაზრდებს ევროკავშირის ქვეყნებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics