04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 13:33:39, 1174 ნახვა

მსოფლიო
გაეროს ყოფილი გენმდივანი - ფინეთი და შვედეთი ნატოში უნდა გაწევრიანდნენ, სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული

შვედეთმა და ფინეთმა არ უნდა გადადონ ნატოში გაწევრიანება, ეს ქვეყნები უნდა შეუერთდნენ ალიანსს, სანამ პუტინი ომშია უკრაინასთან, - ეს აზრი გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა CNBS-სთვის მიცემულ კომენტარში გამოთქვა.

მისი თქმით, ახლა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ვერ შეუშლის ხელს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უკრაინასთან ომშია ჩართული. 

"რაც შეეხება ფინეთს და შვედეთს, ვფიქრობ, რომ [ამ ორ] ქვეყანას აქვს [ნატოს] გაწევრიანების შესაძლებლობა ახლავე, რადგან პუტინი სხვაგან არის დაკავებული. მას არაფერი შეუძლია ამის გაკეთება", - თქვა რასმუსენმა.

ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გადაუდებელი პროცედურა იქნება, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი, პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება. 

„ამას რამდენიმე თვე დასჭირდება, ამ დროის განმავლობაში როგორც ფინეთი, ისე შვედეთი შესაძლოა აღმოჩნდნენ რუსეთის დაშინების ან თუნდაც მუქარის წინაშე და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება ისე, თითქოს ისინი უკვე ნატოს წევრები იყვნენ“, - თქვა რასმუსენმა.

გადაწყვეტილება ნატოში რატიფიცირებამდე 30 პარლამენტმა უნდა გაიაროს.

The Times-ის ცნობით , ორივე ქვეყანა აპირებს ალიანსს მომავალ ზაფხულს შეუერთდეს.
ნატო და განსაკუთრებით შეერთებული შტატები მზადაა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ფინეთისთვის და შვედეთისთვის ალიანსში გაწევრიანებამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics