02:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 11:07:14, 1553 ნახვა

ომი უკრაინაში
ლუგანსკში, ბელოგოროვსკის სკოლაზე საჰაერო თავდასხმას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკის სკოლაზე რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს, რის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი იუწყება. 

მისივე თქმით, ეს არის "რუსული სამყაროს" ნამდვილი სისასტიკე, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ ვის მოკლავენ, ამიტომაც სკოლებსა და ბავშვებს ბომბავენ.

„ბელოგოროვკაში სკოლაზე საჰაერო თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა. 7 მაისს, 16:37 საათზე, ბელოგოროვკაში, რუსეთის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია ხანძარი სკოლის შენობაში დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობზე და საზოგადოებრივ ცენტრში. ცეცხლი თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ლიკვიდირებული იყო, შემდეგ დემონტაჟი და, სამწუხაროდ, იპოვეს ორი ადამიანის ცხედარი, ნანგრევებიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან შვიდი დაშავდა, სავარაუდოდ, 60-ვე ადამიანი, რომელიც შენობების ნანგრევებში დარჩა გარდაიცვალა.

ეს არის "რუსული სამყაროს" ნამდვილი სისასტიკე: სკოლის ცინიკური დაბომბვა, ბავშვების მკვლელობა. რუსებს არ აინტერესებთ ვის მოკლავენ",- განაცხადა სერგეი გაიდაიმ. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბელოგოროვკის სკოლაზე, რომლის სარდაფში 90-მდე ადამიანი იმალებოდა, იერიში 7 მაისს მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics