|
2022-05-07 23:30:23, 1613 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინა დამატებით წიწიბურის, ბრინჯის და შვრიის ექსპორტს აჩერებს
„ახლა ჩვენ შემოვიღეთ შეზღუდვები წიწიბურის, ბრინჯის და შვრიის ექსპორტზე“, - ამის შესახებ, აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ ტარას ვისოცკიმ UA Razom Telethon-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს დაწესდება შეზღუდვები ამ პროდუქტების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. „რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ დაახლოებით 400 000 ტონა მარცვლეული მოიპარეს და ყირიმის ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიტანეს. იმ პოზიციებზე, სადაც ჩვენ ვხედავთ კრიტიკულ სიტუაციას, ჩვენ შევზღუდავთ ექსპორტს“, - თქვა აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ ტარას ვისოცკიმ UA Razom Telethon-ის ეთერში. უკრაინის მთავრობის მარტის თვის დადგენილებით ომის წარმოების დროს უკრაინიდან აკრძალულია შაქრის, მარილის, ხორბლის, ხორცის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მისი ქვეპროდუქტების ექსპორტი. უკრაინიდან საქართველოში TOP-საიმპორტო საქონელი იყო: 1. თამბაქოს ნაწარმი - $77.96 მილიონი დოლარი; რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $92.7 მილიონი გადმოირიცხა, რითიც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა. 2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6.4 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144,900 უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)