02:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 16:19:10, 1627 ნახვა

ომი უკრაინაში
კუნძულ ზმეინთან ფრეგატი „ადმირალ მაკაროვი“ იწვის - რუსეთი უკრაინული თავდასხმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს

ზმეინის კუნძულთან  Burevestnik-ის ტიპის  რუსულ ფრეგატს ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ინფორმაციით, გემზე ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას უკრაინული ნეპტუნის რაკეტა მოხვდა.

უკრაინის სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დააზუსტა, რომ რუსული ფრეგატი „ადმირალ მაკაროვია“. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს არ აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც მან  მოკლედ უპასუხა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.

ადმირალი მაკაროვი არის მესამე პროექტი 11356R ფრეგატი, რომელიც ემსახურება რუსეთის შავი ზღვის ფლოტს,  რომელიც აღჭურვილია ელექტრონული საომარი სისტემებით, კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, ონიქსის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით, BUK და Igla-S კომპლექსებით, Ka-27PL ან Ka-31 თვითმფრინავებით, ასევე Orlan UAV-ებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics