|
2022-05-06 13:41:41, 1904 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, შერეული კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომაზე განხილული იქნა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობები - ჯამში 28 ოჯახის პროგრამაში ჩართვის მიზნით. აქედან, პროგრამაში 17 ოჯახის ჩართვაზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 11 ოჯახზე, მერიებისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაციები, რომელთაც უწყებები უახლოეს პერიოდში წარმოადგენენ. სხდომაზე ასევე იმსჯელეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მომზადებული 7 საცხოვრებელი სახლის ტექნიკური და საბაზრო ღირებულებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შესაბამისად, შვიდი ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვა უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ,,ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი წელს 3 080 000 ლარია. გასულ წელს პროგრამით 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა ისარგებლა. მიმდინარე წელს 20 ოჯახმა, ხოლო კიდევ 20 ოჯახს ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაუფორმდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)