12:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 15:39:20, 1042 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „
ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს - ჯორჯიამ“ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
 
 უწყების ცნობით,2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.
  
GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

    
     
    
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-მ და ირანმა ორმხრივი დაბომბვები განაახლეს
ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით, $771 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა კი 7% იყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics