13:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 12:02:14, 1075 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფო, $1.8 მილიონის ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 უწყების ცნობით, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა. 

პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.  

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
  
ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გაეწია.

  
ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდკლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.  

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი. აკად. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics