22:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 10:39:35, 1752 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინისა და მის საზღვრებში მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონ ფუნტს გამოყოფს

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისა და მის საზღვრებში მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად ახალი პაკეტი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასის განცხადებით, 45 მილიონი ფუნტი (57 მილიონი აშშ დოლარი) აღნიშნული პაკეტი გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც  ძალადობისა და ზიანის მიყენების ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად მუშაობენ.

„ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან“, - განაცხადა ტრასმა.

გარდა ამისა, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • 15 მილიონი ფუნტი გაეროს უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდს (UHF) გადაეცემა.
  • 15 მილიონი ფუნტი გადაეცემა გაეროს ბავშვთა სააგენტოს UNICEF-ს.
  • 10 მილიონი ფუნტი დააფინანსებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ზღვისპირა ქვეყნებში, რათა დაიცვან იქ მყოფი ქალები და ბავშვები.
  • 5 მილიონი ფუნტი უკრაინის წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას გადაერიცხება.
  • ხოლო, დამატებით 20 მილიონი ფუნტი გამოყოფილი იქნება პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics