22:28 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 15:19:57, 1891 ნახვა

ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი 9 მაისს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას სისულელეს უწოდებს

 ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 9 მაისს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სისულელე" უწოდა.

პესკოვის თქმით,დასავლურ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მოსმენა არ ღირს. კრემლის წარმომადგენელმა უკრაინასთან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და პროცესს არათანმიმდევრული უწოდა.

"არა, თქვენ არ უნდა [მოუსმინოთ ასეთ პუბლიკაციებს]. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს სისულელეა ისინი ყოველდღიურად ცვლიან თავიანთ პოზიციას. როგორ შეიძლება შევაფასოთ  მომლაპარაკებელთა არათანმიმდევრული პოზიცია? მხოლოდ ნეგატიურად. ეს არ იწვევს ნდობას, რომ ეს მოლაპარაკება შეიძლება როგორმე ეფექტურად დასრულდეს", - განაცხადა პრესმდივანმა.

გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია LBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი , სავარაუდოდ,რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას 9 მაისს აპირებს. მოგვიანებით მსგავსი ინფორმაცია ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა და ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics