02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 11:47:56, 1005 ნახვა

სამართალი
პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, ყალბი მინდობილობების საფუძველზე, საქართველოში მოქმედი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი, მცხეთის და კასპის რაიონებში მდებარე - დაახლოებით 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მოტყუებით გადააფორმეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრის სახელზე. 

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო დანაშაულებრივად მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც მსჯავრდებულს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მიეცათ მისი განკარგვის შესაძლებლობა.

ასევე, სასამართლოს განაჩენით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დაზარალებულ საწარმოს სრულად დაუბრუნდა თაღლითურად დაუფლებული 1 501 787 ლარის ღირებულების დაახლოებით, 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics