|
2022-05-03 18:15:54, 1979 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და უნივერსიტეტების მშენებლობა ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა. „კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრა 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტს სკოლა „პროგრესი" კომპანია „ანაგთან" ერთად ახორციელებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა,” - ნათქამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)