13:17 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 17:15:08, 1204 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურამ ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, გ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა, კერძოდ, მას დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

"პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1" და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ" და"ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics