|
2022-05-03 15:04:31, 1035 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა
SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა. SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს. შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, 100-ზე მეტი პარამეტრისა და ფუნქციონალის შედარება და სხვა. კვლევის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში სულ 50-ზე მეტი ბიზნეს მობაილბანკის ანალიზი ჩატარდა. „მოხარული ვართ, რომ „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკმა SME Banking Club-ის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თიბისის“ მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მათ საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მობაილბანკის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ სიახლეს შევთავაზებთ“, - ნათია ვაჭარაძე, „თიბისის“ ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი. SME Banking Club საბანკო სფეროში მომუშავე ბიზნესბანკირების ასოციაციაა და მის მიზანს სტარტაპერების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მათ ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)