02:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 14:16:47, 1208 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო

შეშფოთებულები ვართ როდესაც ვეცნობით ანგარიშებს, მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო, - ასე ეხმიანება ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ჰარცელმა ასევე დასძინა, რომ არ აქვს პირველწყაროდან ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, თუმცა გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეცნობა. 

"მე არ მაქვს პირველწყაროდან ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და არც ექიმი ვარ, რომ შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ შეშფოთებულები ვართ როდესაც ვეცნობით ანგარიშებს. მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი, არის სახელმწიფო", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის მორიგ შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშნელოვნადაა გაუარესებული.

ამ განცხადებიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დაანონსა.
მათივე თქმით, ოჯახი აპირებს ესაუბროს ექიმებს, საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაოქ საზოგადოებას, რათა "გადაარჩინონ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics