|
2022-05-02 12:23:04, 2143 ნახვა
სამხედრო
ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოვლენილ ნატოს მრჩეველთა ჯგუფის (NATO Advisory Team) ლიეტუველ მრჩეველს მედალი „გენერალი კვინიტაძე “გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ჟიდრუნას ვალიუსაიტისმა უწყებრივი ჯილდო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 2019 წლიდან დღემდე გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მიიღო. ლიეტუველმა მრჩეველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი 3 წლის განმავლობაში დახმარებას უწევდა JTEC-ს დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის (IOCT) დაგეგმვასა და აღსრულებაში. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ლიეტუველი მრჩევლის აქტიური ჩართულობით IOCT კურსი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი JTEC-ისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი ასევე აქტიურად იყო ჩართული ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაში. ლიეტუველმა მრჩეველმა საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ტაქტიკური შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)