19:08 - 23 Jun, 2026
|
2022-05-01 17:43:18, 1826 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულის 9000-ზე მეტ საქმეს იძიებს
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით 9000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურორის თქმით, ბუჩაში ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია და საჭიროა დნმ-ის ნიმუშების შეგროვება. „სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად გავხსნათ ახალი საქმეები: მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, დაბომბვა, ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე",- აცხადებს ვენედიქტოვა. სამხედრო დანაშაულების შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)