20:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 11:36:30, 2194 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები შეტევის ტემპის გაზრდას ცდილობდნენ და სამხედრო ტექნიკის გადატანისათვის მოსაზღვრე ტერიტორიებს იყენებენ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობდნენ შეტევის ტემპის გაზრდას, რისთვისაც რუსეთში სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადატანისათვის, უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებს იყენებენ. 

როგორც გენშტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, ოკუპანტები სარკინიგზო გზით უკრაინის სახელმწიფოსთან ახალ ძალებს მიჰყავს.

„დასავლეთის, ცენტრალური, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებისა და ჩრდილოეთ ფლოტის საწყობებიდან ამოღებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა სარკინიგზო გზით გადაიგზავნება უკრაინის სასაზღვრო რაიონებში“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics