02:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-01 10:39:21, 1657 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი ოკუპანტებს - გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე გაანადგურა 1 000-ზე მეტი რუსული ტანკი, თითქმის 200 რუსული თვითმფრინავი და 2 500 ჯავშანტექნიკა. მისი განმარტებით, ამ დანაკარგის მიუხედავად, რუსულ ჯარებს დამატებითი თავდასხმებისთვის კვლავ აქვთ აღჭურვილობა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჯარების სარდლობამ კარგად იცის, რომ მსხვერპლი უკრაინაში ძალიან დიდია, მან ოკუპანტებს ურჩია, რუსეთში გადარჩნენ ვიდრე, უკრაინის მიწაზე მოკვდნენ.

"რუსეთის სარდლობამ კარგად იცის, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ათასობით დაიჭრება. მაგრამ რაში სჭირდებათ ეს თავად რუს ჯარისკაცებს? რაში სჭირდებათ ეს მათ ოჯახებს? რუსი მეთაურები ატყუებენ თავიანთ ჯარისკაცებს როდესაც ამბობენ, რომ მათ სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში და ამავე დროს, მათ არ უყვებიან მაგალითად რუსული არმიის მიერ ცხედრების შესანახად დამატებითი მაცივრების მობილიზებაზე.  არ უყვებიან რა ახალ "გეგმურ დანაკარგებს ელიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ." - განაცხადა ზელენსკიმ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics