03:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 14:22:33, 860 ნახვა

ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე: წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტურიზმი დაუბრუნდეს 2019 წლის დინამიკას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის აღდგენის გეგმასა და სეზონის სამზადისზე ისაუბრა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სერვისების ნაწილში.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ტურიზმის აღდგენა, 2019 წლის მაჩვენებლებთან მაქსიმალურად მიახლოება ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამის უწყებებს მიმართა, რომ  მომდევნო სამი კვირა გადავიდნენ საგანგებო რეჟიმზე, რათა სეზონის ოფიციალური გახსნა  იყოს მაქსიმალურად მომზადებული. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა,   რომ გარდა შესაბამისი უწყებებისა,  მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტრაქტორი შემსრულებელი კომპანიების მზაობა.

2022 წლის 1 კვარტლის მონაცემით, ვიზიტორთა ნაკადები 2019 წელთან შედარებით უკვე აღდგენილია 50 %-ით. 

,,წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავუბრუნდეთ 2019 წლის დინამიკას. მოლოდინები არის პოზიტიური. მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ბულვარის ადმინისტრაციას გაააქტიურონ სამუშაოები ტურიზმის სეზონის ღირსეულად დასახვედრად. დარწმუნებული ვარ ტურიზმის სექტორისთვის იქნება წარმატებული სეზონი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  და ყველა ორგანიზაციას მინდა დავავალო  მაქსიმალური სიმკაცრე თითოეულ კონტრაქტორ  კომპანიასთან,  ვინაიდან ჩვენთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის, თითოეული  გადასახადის გადამხდელის  ფული იხარჯებოდეს  ჯეროვნად და  კეთილსინდისიერად" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთისა და ლიეტუვას შემდეგ, წელს პირველად, რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება და მას ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება და მათ შორისაა ბალტიისპირეთის ქვეყნები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics