03:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 12:37:18, 1317 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ნატო და ევროკავშირმა არ უნდა დაგვივიწყონ - თუ მოსკოვი აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება გვექცევა, შეიძლება ცდუნება იყოს მათთვის

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ მოსკოვში აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვას ან საქართველოს მიმართ, ეს შეიძლება იყოს ცდუნება რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა The Washington Post-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ორი ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, არის სამეული, რომლებსაც ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება სურთ და რომლებიც არ არიან დაცული.

"რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიების სეპარატისტებს ეთამაშება და ისინი აცხადებენ, რომ სურთ რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან გაერთიანების მიზნით. ასე რომ, ეს ყველაფერი ნამდვილად თამაშობს როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს ნერვებზე, რომლებიც არიან რუსეთთან ყველაზე ახლოს მყოფი ორი ქვეყანა. ეს ორი ქვეყანა, უკრაინასთან ერთად, არის სამეული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება სურთ და რომლებიც არ არიან დაცული.

მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება, მეტი მხარდაჭერა უნდა მოგვაქციონ. ცხადია, აქცენტი უნდა იყოს უკრაინა. პირდაპირი მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ მოსკოვში აღმოაჩენს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვას ან საქართველოს მიმართ, ეს შეიძლება იყოს ცდუნება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომ გადახედოს საკუთარ თავს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით დილის 06:40 და 07:05 საათზე აფეთქება მოხდა, რამაც სტრატეგიული ობიექტის განადგურება გამოიწვია.დაძაბული ვითარების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დნესტრისპირეთში უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და მოლდოვას სოლიდარობა გამოუცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics