|
2022-04-28 11:01:09, 1098 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 797. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.02%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 520. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 73. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)