2022-04-28 10:39:10, 1958 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისინი რისკის ქვეშ არიან
ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც, რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ საფრთხეებს შეეხებოდა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა რისკის ქვეშ არის და ამ გარემოებას ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება.
„არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,