2022-04-27 15:50:48, 1312 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ
უკრაინის ზოგიერთი ლიდერის ამოცანა არის მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის აზრით, დღეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, საქართველოში იქნებოდა მეორე მარიუპოლი.
„ მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის. მე ვპირდებით მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება , “- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,