16:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:18:02, 2789 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - რუსეთმა 1300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამ ტიპის იარაღის მარაგი განახევრებულია

რუსეთმა უკრაინაში 1300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამ ტიპის იარაღის მარაგი განახევრებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის საბრძოლო რაკეტების წარმოება გართულებულია, რადგან ამ ტიპის შეიარაღებისთვის კუთვნილი კომპონენტები და ნაწილები იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნებიდან. დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ეს პროცესი შეაფერხა.

„ჩვენი მონაცემებით 24 თებერვლის შემდეგ, მათი მარაგი უკვე განახევრდა.დაახლოებით 1000-ზე მეტი რაკეტა მათ უკვე გამოიყენეს, უფრო ზუსტად, 1300-ზე მეტი რაკეტა. თუ ჩავთვლით, რომ მათი მარაგი განახევრებულია, შეგიძლიათ დაახლოებით გამოთვალოთ რამდენი რაკეტა დარჩა, უკრაინის პოზიცია მკაცრი და ურყევია და არაერთხელ გაჟღერდა: არავინ აპირებს დანებებას და კაპიტულაციას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას შეუძლია დასავლური სამყაროს დახმარების იმედი ჰქონდეს, ”- განაცხადა მალიარმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი ამჟამად განიხილავს ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში, რაც არის აშკარა შანტაჟი და მთელი მსოფლიოს დაშინების მცდელობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics