|
2022-04-26 17:36:22, 1358 ნახვა
საზოგადოება
„არსებული მარშრუტის გაუმჯობესება და ახალი ტვირთების მოზიდვა“ - რკინიგზის გენერალური დირექტორი ყაზახ კოლეგას შეხვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, დერეფნის განვითარება და არსებული რეალობის გათვალისწინებით ახალ გამოწვევებთან გამკლავება. შეგახსენებთ, რომ საქართველო და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში (შუა დერეფანი) აქტიურად თანამშრომლობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო/სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და არსებული მარშრუტების გასაუმჯობესებლად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ დერეფანში გამჭოლ სატარიფო პოლიტიკაზე, ტვირთების დეკლარირებასა და სატრანზიტო ტვირთის კონსოლიდაციის საკითხებზე მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გამოყენებასაც შეეხო, რომელიც თავის მხრივ, შუა დერეფნის მულტიმოდალურ ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)