07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 10:30:35, 1727 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - ბირთვული ომის საფრთხე რეალურია

„ბირთვული ომის საშიშროება სერიოზულია, ის რეალურია, მისი შეფასება შეუძლებელია“, - ამის შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში.

”მე ნამდვილად არ მინდა, რომ ახლა, როდესაც, ბირთვული ომის რისკები მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ნამდვილად არ მინდა ეს რისკები ხელოვნურად იყოს გაბერილი და დავძაბო მოსახლეობა, თუმცა საფრთხე რეალურია. ” - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ის უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას ამ ომისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი, სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ზელენსკის და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ თითქმის ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ მივცემთ იარაღს - რაც, რა თქმა უნდა, ცეცხლზე ნავთსაც ასხამს - და მათ უნდათ აიძულონ უკრაინელები იბრძოლონ რუსეთთან ბოლო ჯარისკაცამდე ამ იარაღის მიწოდებით, თუკი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდება, როგორც ისინი. იმედი აქვთ, რომ რუსეთი ამით უფრო და უფრო და უფრო დაზარალდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics