|
2022-04-26 10:07:54, 1631 ნახვა
სამხედრო
40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ
უკრაინის სამხედრო დახმარება 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა იქნება. პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი შეხვედრას გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე გამართავს. აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი ამოცანაა კიევისთვის სამხედრო დახმარების სინქრონიზაცია და კოორდინაცია. "მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინას მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. ეს არის შეხვედრის მიზანი." - აღნიშნა გენერალმა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3,7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა, დაწყებული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებიდან და Switchblade თვითმფრინავებიდან დამთავრებული ჰაუბიცებით. კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში ვიზიტის შემდეგ გამოცხადდა დამატებითი 713 მილიონი სამხედრო დახმარება (322 მილიონი - კიევს, დანარჩენი - აშშ-ს 15 მოკავშირეს, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს). აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით უთხრეს როიტერს, რომ რუსეთის ჯარებს სურთ დაეყრდნონ არტილერიას და დაბომბონ უკრაინის პოზიციები, ხოლო სახმელეთო ძალები სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობენ ალყა შემოარტყან და გაანადგურონ უკრაინული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფი. აშშ-ს შეფასებით, ბევრმა რუსულმა ქვედანაყოფმა განიცადა მძიმე დანაკარგი, ზოგიერთმა დაკარგა პერსონალის 30%. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე შეაფასა რუსეთის დანაკარგი 15000 დაღუპულად. მაგრამ, აშშ-ის ოფიციალური პირები განაგრძობენ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა იარაღითა და პერსონალით.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)