|
2022-04-25 15:58:20, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აწამებენ
ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი ქარხანაში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს,-ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა. გუბერნატორის თქმით, საკონცენტრაციო ბანაკი ვოლჩანსკში, ერთ-ერთი ქარხნის შენობაში შეიქმნა. ”ქარხნის შენობაში ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანები გარკვეულ წამებას ექვემდებარებიან, აიძულებენ ითანამშრომლონ, შეუერთდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს,” -აღნიშნა სინეგუბოვმა. მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები მტერმა ოკუპირებულ იზიუმში ადგილობრივი მოსახლეობის „მობილიზებისთვის“ განახორციელა. გარდა ამისა, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულებად მიიჩნია და გაეროს კომისიას მოუწოდა, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)