2022-04-25 10:23:19, 1474 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 215 ბავშვი დაიღუპა, 606 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 215 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 606 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს .
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 124 კიევის ოლქში - 114, ხარკოვის ოლქში - 93, ჩერნიგოვის ოლქში - 66, ხერსონის ოლქში - 44, მიკოლაევის ოლქში - 43, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 17, ჟიტომირის ოლქში - 15.
“23 აპრილს დაბა ჩუგუევში სროლის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიჭრა. ხოლო ხარკოვის ოლქის ბოგოდუხოვსკის რაიონში-ტუროვოეში დაბომბვის გამო 12 წლის ბავშვი დაშავდა,” - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,