|
2022-04-24 17:22:11, 1792 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება
რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ორ-სამ კვირაში დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ, შესაძლოა საომარი მოქმედებები შეწყდეს და ომი პოზიციურ ფაზაში გადავიდეს. "ორ-სამ კვირაში დასრულდება ეს შეტევა. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ ომის აქტიური ფაზაც დასრულდეს, რადგან რუსეთის ჯარებს თავდასხმის მეტი არაფერი აქვთ", - განაცხადა არესტოვიჩმა. მისი თქმით, ახლა რუსული ძალები საკმაოდ აქტიურად მიიწევენ უკრაინის აღმოსავლეთში, მაგრამ მათთვის პრობლემა ის არის, რომ ეს არის არახელსაყრელი რელიეფი შეტევისთვის და იქ შეკრებილი ძალები არ არის საკმარისი გასამარჯვებლად. “იზიუმის მიმართულებით, ისინი ცდილობენ 25000 ჯარისკაცის შეყვანას ხუთ ტყის გზაზე. ირგვლივ არის ხევები, გატეხილი სარკინიგზო ლიანდაგები და გადასასვლელები. მრავალი ნაგებობა გრძელი ბეტონის არხებით - გაითვალისწინეთ ტანკსაწინააღმდეგო თხრილები. ამ მხარეში წვიმდა თითქმის ორი კვირა - ეს სველი მინდვრებია, ვერ გადიხარ, მათ წინააღმდეგ ჩვენი ყველაზე საბრძოლო ნაწილებია მძიმე მექანიზებული ქვეითი და სატანკო ნაწილები, რომლებიც იქ რვა წელია დგას, მათ კარგად იციან ტერიტორია, გაბრაზებულები არიან და მოტივირებული. გამოუვალი მდგომარეობაა [რუსული ჯარებისთვის]. თავიდანვე სიგიჟე იყო იქ ოპერაციის ჩატარება. სამხედრო თვალსაზრისით ეს არ იყო საჭირო. ეს აიხსნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით. - წავიდეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების საზღვრებში და გამოაცხადო გამარჯვება“, - ამბობს არესტოვიჩი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)