11:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 13:00:11, 1587 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი - პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები ბრძოლის ველზე

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები უკრაინის ბრძოლის ველზე.

როგორც ბაიდენი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, უკრაინელმა სამხედროებმა ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას.

"პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები ბრძოლის ველზე. პრეზიდენტი ზელესკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეების შეუერთდნენ, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას", - წერს ბაიდენი.

ბაიდენმა დასძინა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უტყუარ გზავნილს უგზავნიან პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას.

„ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს - ის ვერასდროს შეძლებს მთელ უკრაინაზე ბატონობას და ოკუპაციას. ასე არ მოხდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics