04:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 14:45:50, 1241 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა  200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს.

2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. 

გარდა ამისა, www.businesscourse.ge-ზე მინიმუმ 3 კურსის გავლის შემთხვევაში, ისარგებლონ გრანტის მიღების შესაძლებლობით.

„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ წინასწარი მოკვლევების საფუძველზე, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც  დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი ბენეფიციარების გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო წარმატებაში,“ - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3jTZi6H

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics