14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 11:55:17, 988 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება

„საქართველოს ბანკის“ კულტურული მნიშვნელობის პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავსი კულტურული მნიშვნელობის ღონისძიებას და დამთვალიერებელს კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული შემოქმედება გავუზიაროთ. გამოფენის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება ის ნამუშევრები, რომლის შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნებაც მხოლოდ ახლახან მოხდა. ის ღვაწლი, რაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებმა ქართული ხელოვნების განვითარებაში შეიტანეს, ფასდაუდებელია. გვეამაყება, რომ გვეძლევა შესაძლებლობა სწორედ ეს მრავალფეროვანი, ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევრები გავუზიაროთ სტუმრებს. დარწმუნებული ვართ, დამთვალიერებელი ნასიამოვნები დარჩება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics