|
2022-04-21 11:11:50, 1461 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოროდიანკაში მასობრივ სასაფლაოზე ოკუპანტების მიერ მოკლული ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 15 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
სოფელ ბოროდიანკაში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის, ორი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა დაკრძალვის ადგილი ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა. ანდრეი ნებიტოვის ცნოვით, ერთ საფლავში ორი 35 წლის თანამებრძოლი იყო, გვერდით კი 15 წლის მოზარდი გოგონა. მეორე ლოკაციაზე სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს - 4 მამაკაცი და 2 ქალი. ოთხის ვინაობა დადგინდა,ისინი ადგილობრივები იყვნენ, მაგრამ ორი დაღუპულის ვინაობა უცნობია. „ეს ადამიანები ოკუპანტებმა მოკლეს, ზოგიერთ მსხვერპლს კი წამების ნიშნები ეტყობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც არ უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ,“ - განაცხადა ანდრია ნებიტოვმა. ყველა დაღუპულის ცხედარი შემდგომი ექსპერტიზისთვის კიევის რეგიონის მორგებში გადაასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)