|
2022-04-21 10:24:53, 2272 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინაში აღდგომის სადღესასწაულო კვირაში ჰუმანიტარული პაუზის აღებაზე უარს აცხადებს
რუსეთმა უარით უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეების განმავლობაში ჰუმანიტარული პაუზის აღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროში უკრაინის წარმომადგენელზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, რომ აღდგომის დღესასწაული ემთხვევა რუსული ჯარების წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში. მან ოთხდღიანი „ჰუმანიტარული პაუზისკენ" მოუწოდა ხუთშაბათიდან მართლმადიდებლური აღდგომის კვირამდე. „ახალი სიცოცხლის აღორძინების აღნიშვნის ნაცვლად, ეს აღდგომა ემთხვევა რუსეთის შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში. ძალების და სამხედრო ტექნიკის ინტენსიური კონცენტრაცია იმაზე მეტყველებს, რომ მომავალი ბრძოლა აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სასტიკი, სისხლიანი და დესტრუქციული. დანაკარგები, რაც აქამდე ვნახეთ, შეიძლება არაფერი იყოს მომავალ საშინელებასთან შედარებით. ამის დაშვება არ შეიძლება,“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. გაეროს შეფასებით, 12 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება. აქედან მესამედზე მეტი მარიუპოლში, ხერსონში, დონეცკსა და ლუგანსკშია. ორგანიზაციის მოლოდინით, ეს მაჩვენებელი 15,7 მილიონამდე გაიზრდება, რაც ქვეყანაში დარჩენილი უკრაინელების დაახლოებით 40 პროცენტია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)