|
2022-04-20 15:50:04, 2391 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე - ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს ემუქრება და აცხადებს, რომ "მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან". როგორც მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, მას არ სჯერა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების სურვილის, დაეხმარონ უკრაინას ომში და ისინი „გატეხილი ფსიქიკის მქონე პროფესიონალი მკვლელები“ არიან. "უცხოელ მებრძოლებზე ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება. თავიანთ მეთაურებთან ერთად ბანდერელებიდან, პირველ რიგში, დენაციფიკაციას ექვემდებარებიან. მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან,"- წერს მედვედევი. მან ასევე გამოთქვა სპეკულირება უცხოური დაქირავებულობის სახიფათო, მისი აზრით, ბუნების შესახებ. მედვედევი წერს, რომ ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის იმისა, თუ როგორ დაკარგეს ქვეყნებმა დამოუკიდებლობა ასეთი უცხოელების გამო, „ბოლოს და ბოლოს, უცხოელები იარაღით ხელში ადვილად აყენებენ ტახტზე ნებისმიერ ხელმწიფეს“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)